ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და დომინიკელთა რესპუბლიკას შორის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და დომინიკელთა რესპუბლიკას შორის
საქართველო და დომინიკელთა რესპუბლიკა, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით , განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ.
ორივე მხარე გამოთქვამს რწმენას, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ელჩების გაცვლა ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას.
საქართველო და დომინიკელთა რესპუბლიკა ადასტურებენ თავიანთ ნებას , განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიხედვით და მშვიდობიანი თანაცხოვრების, ასევე სახელმწიფოთა ტერიტორიული სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე დაყრდნობით.
შესრულებულია და ხელმოწერილია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 22 ნოემბერს, ორ დედნად, ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
| საქართველოს სახელით მისი აღმატებულება ბატონი ალექსანდრე ლომაია (ხელმოწერილია) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში | დომინიკელთა რესპუბლიკის სახელით მისი აღმატებულება ბატონი ფედერიკო ალბერტო კუელო კამილო (ხელმოწერილია) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დომინიკელთა რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |