ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480050000.03.030.000771
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 07/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე

საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ

საქართველოს მთავრობა და ბრუნეი დარუსალამის სახელმწიფოს მეთაურის, მისი უდიდებულესობა სულთნის მთავრობა, ხელმძღვანელობენ რა სურვილით განავითარონ ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, საერთო შეთანხმების საფუძველზე,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ მათ შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება შედის ორივე სახელმწიფოს ინტერესში და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საყოველთაო მშვიდობის განმტკიცებას,

ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული პრინციპებითა და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუძემდებლური ნორმებითა და პრინციპებით, კერძოდ, როგორიცაა, სახელმწიფოთა თანასწორობა, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა,

შეთანხმდნენ ელჩების დონეზე დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარებაზე წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან, დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 1 მარტს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას რაიმე განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

მისი აღმატებულება ბატონი   

 

ალექსანდრე ლომაია

 

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში   

ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფო მეთაურის, მისი უდიდებულესობა

სულთნის მთავრობის სახელით

მისი აღმატებულება

ბატონი ლატიფ ტუაჰი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

ბრუნეი-დარუსალამის მუდმივი

წარმომადგენლი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში   

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ“?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2010.
როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ“?
„ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ“ მიღებულია 01.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 480050000.03.030.000771.
სად არის „ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ“, №-, 01.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000771 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215310/