„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№193
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.08
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 27/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №193

2009 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის უფლება.“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ვიზა/შემოსვლის ნებართვა შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აქტით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასწავლო ვიზა.“; 

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები შეიძლება გაიცეს საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა 360 დღით.

4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დიპლომატიური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.

6. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა 360 დღით.

4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.

7. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სხვა პირებზე, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 360 დღეს.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღით.   

3. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორდინალური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.

8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სასწავლო ვიზა

სასწავლო ვიზა გაიცემა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.“.

9. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სასწავლო ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.“.

10. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება გასცეს მრავალჯერადი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ორდინალური კატეგორიის ვიზა.“.

11. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ აღარ არსებობს საფუძველი, რომლითაც პირმა მიიღო სასწავლო ვიზა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ორდინალური და სასწავლო ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

12. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვიზის ტიპი (კატეგორია) – დიპლომატიური (DP), სამსახურებრივი (SRV), სასწავლო (STUDY) ან ორდინალური (ORD);

ბ) შემოსვლის ოდენობა – მრავალჯერადი – MULT.“.

მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 20 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2009.
როდის იქნა მიღებული „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №193. სარეგისტრაციო კოდი — 010.120.000.08.
რამდენი მუხლისგან შედგება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №193, 21.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.08 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104896/