„საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
- საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ 06.02.2001
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №906
2009 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №12, მუხ. 106) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები:
„2. საქართველოს მეგზევის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისათვის, ამ დარგში დასაქმებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს შემდეგი სახის წოდებები: „წლის საუკეთესო მეგზევე“, „დამსახურებული მეგზევე“, „წლის საუკეთესო საგზაო პროექტის ავტორი“, „წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანია“.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წოდებებს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისათვის ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს ყოველწლიურად ანიჭებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სპეციალური სიგელებისა და სამახსოვრო მინიქანდაკებების ნიმუშების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება, მათი დამზადება და სხვა ფასიან საჩუქრებთან ერთად ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის გადაცემა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №906. სარეგისტრაციო კოდი — 010.330.000.08.002..
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №906, 07.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.08.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/106294/