„საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№331
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 24/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №331

2010 წლის 24 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №48, მუხ. 438) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №14, №15 და №16 პლანშეტების პირველი პუნქტები და გენერლის წოდების აღმნიშვნელი სახმელეთო ჯარების ინსიგნიები (სამხრეები);

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული:

ბ.ა) №14 პლანშეტის შემდეგ დაემატოს №14ა პლანშეტი თანდართული რედაქციით;

ბ.ბ) №16 პლანშეტის შემდეგ დაემატოს №16ა პლანშეტი თანდართული რედაქციით;

გ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №59 და №60 პლანშეტები;

დ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №75 პლანშეტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ე) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №75 პლანშეტის შემდეგ დაემატოს:

ე.ა) №75ა პლანშეტი თანდართული რედაქციით;

ე.ბ) №75ბ პლანშეტი თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  მ. სააკაშვილი

 

პლანშეტი №14ა

გენერლის წოდების აღნიშვნა-სამხრე სახმელეთო ჯარები

1. ბრიგადის გენერლის სამხრე – მუქი მწვანე მანჟეტი ოქროსფერი კანტით, რომელზეც განთავსებულია ერთი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-26 მმ).

2. გენერალ-მაიორის სამხრე – მუქი მწვანე მანჟეტი ოქროსფერი კანტით, რომელზეც განთავსებულია ორი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-26 მმ).

3. გენერალ-ლეიტენანტის სამხრე – მუქი მწვანე მანჟეტი ოქროსფერი კანტით, რომელზეც განთავსებულია სამი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-26 მმ).

4. არმიის გენერლის სამხრე – მუქი მწვანე მანჟეტი ოქროსფერი კანტით, რომელზეც განთავსებულია ოთხი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-26 მმ).

 

პლანშეტი №16ა

 

პლანშეტი №16ა

გენერლის წოდების აღნიშვნა-ღილკილო სახმელეთო ჯარები

(საველე)

1. ბრიგადის გენერლის ღილკილო – საველე კომუფლირებული ფორმის საყელოზე განთავსებულია ერთი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-26 მმ). პლანშეტზე მოცემული ღია მწვანე ფერის ფონი წარმოადგენს საველე კომუფლირებული ფორმის საყელოს იმიტაციას.

2. გენერალ-მაიორის ღილკილო – საველე კომუფლირებული ფორმის საყელოზე განთავსებულია ორი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-26 მმ). პლანშეტზე მოცემული ღია მწვანე ფერის ფონი წარმოადგენს საველე კომუფლირებული ფორმის საყელოს იმიტაციას.

3. გენერალ-ლეიტენანტის ღილკილო – საველე კომუფლირებული ფორმის საყელოზე განთავსებულია სამი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-26 მმ). პლანშეტზე მოცემული ღია მწვანე ფერის ფონი წარმოადგენს საველე კომუფლირებული ფორმის საყელოს იმიტაციას.

4. არმიის გენერლის ღილკილო – საველე კომუფლირებული ფორმის საყელოზე განთავსებულია ოთხი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-26 მმ). პლანშეტზე მოცემული ღია მწვანე ფერის ფონი, წარმოადგენს საველე კომუფლირებული ფორმის საყელოს იმიტაციას.

 

 

 

ფარის სიმაღლე – 82 მმ, სიგანე – 70 მმ. ფარის გარე კანტის სისქე – 4,5 მმ.

ფარი ოქროსფერი გამყოფი ცენტრალური ხაზებით გაყოფილია ოთხ ნაწილად. ხაზების გადაკვეთის ადგილას წითელ ფონზე ჩასმულია ოქროსფერი ბოლნური ჯვარი. ზედა მარცხენა მეოთხედში განთავსებულია გადაჯვარედინებული ხმლები – სახმელეთო ოპერაციების ნიშანი, ზედა მარჯვენა მეოთხედში – გაშლილი პარაშუტი – ჰაერის ოპერაციების ნიშანი, ქვედა მარცხენა მეოთხედში – ძირს დაშვებული ღუზა – წყლის ოპერაციების ნიშანი, ხოლო ქვედა მარჯვენა მეოთხედში – სამი გადაჯვარედინებული ისარი – სპეციალური ოპერაციების ნიშანი.

ფარის ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა მეოთხედი ფონის ფერია მწვანე, ხოლო ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა მეოთხედის ფონისა – ლურჯი. ფიგურები და კანტი ოქროსფერია.

 

 

 

 

 

 

პლანშეტი №75ა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების სიმბოლიკა

 

 

პლანშეტი №75ა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების სიმბოლიკა

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ფარი – სიმაღლე – 82 მმ, სიგანე – 70 მმ. ფარის გარე კანტის სისქე – 4,5 მმ. ფარის ცენტრში წითელ ფონზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი. ბოლნური ჯვრის უკან განთავსებულია ზეაღმართული ხმალი და ორი ორმოცდახუთი გრადუსით გადაჯვარედინებული ისარი. ფარის ფონია მწვანე. ფიგურები და კანტი ოქროსფერია;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის ფარი – სიმაღლე – 82 მმ, სიგანე – 70 მმ. ფარის გარე კანტის სისქე – 4,5 მმ. ფარის ცენტრში წითელ ფონზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი. ბოლნური ჯვრის უკან განთავსებულია ქვევით დახრილი ღუზა და ორი ორმოცი გრადუსით გადაჯვარედინებული ისარი. ფარის ფონია მწვანე. ფიგურები და კანტი ოქროსფერია;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ბატალიონის ,,ივერიონის“ ფარი – სიმაღლე – 82 მმ, სიგანე – 70 მმ. ფარის გარე კანტის სისქე – 4,5 მმ. ფარის ცენტრში წითელ ფონზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი. ბოლნური ჯვრის უკან განთავსებულია ზეაღმართული შუბი და ორი ორმოცდახუთი გრადუსით გადაჯვარედინებული ისარი. ფარის ფონია მწვანე. ფიგურები და კანტი ოქროსფერია;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის ფარი – სიმაღლე – 82 მმ, სიგანე – 70 მმ. ფარის გარე კანტის სისქე – 4,5 მმ. ფარის ცენტრში წითელ ფონზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი. ბოლნური ჯვრის უკან განთავსებულია ზეაღმართული ჩირაღდანი და ორი ორმოცდახუთი გრადუსით გადაჯვარედინებული ისარი. ფარის ფონია მწვანე. ფიგურები და კანტი ოქროსფერია;

ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების უზრუნველყოფის ბატალიონის ფარი – სიმაღლე – 82 მმ, სიგანე – 70 მმ. ფარის გარე კანტის სისქე – 4,5 მმ. ფარის ფონი მარჯვენა მხარის 1/3-ში მუხლუხის ფორმით ერთმანეთში ვერტიკალურად შერწყმულ ორ ნაწილად იყოფა. ფარის მარცხენა ფონია მწვანე, მარჯვენა – შავი. მწვანე მარცხენა მხარის 1/3-ში (ცენტრის ზემოთ) გამოსახულია ბოლნური ჯვარი წითელ ფონზე. ბოლნური ჯვრის უკანა ფონზე განთავსებულია სამი ზეაღმართული გადაჯვარედინებული ისარი. შუა ისარი შედარებით დიდი ზომისაა. ფიგურები და კანტი ოქროსფერია.

 

 

 

კოკარდის სიმაღლე – 52 მმ, სიგანე – 40 მმ (დანარჩენი ზომები და ფერები ესკიზების შესაბამისად). კოკარდა ფარის ფორმისაა, რომლის შიგნით ჩასმულია მეორე პროპორციულად დაბალი პატარა ფარი. პატარა ფარის ცენტრში გამოსახულია შვიდი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ზეაღმართული ისარი. პატარა ფარის თავზე განთავსებულია კოშკის შვიდი ქონგური. პატარა ფარის ძირითადი ფონია მწვანე, რომელიც გაყოფილია მარცხნიდან მარჯვნივ ორმოცი გრადუსით ზეაღმართული შავი ფერის ფონით. კოკარდის საერთო ფონი შავია. პატარა ფარის ძირითადი ფონია მწვანე. ფიგურები და კანტი ოქროსფერია.