„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№332
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 24/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №332

2010 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებას (სსმ III, 2004 წ., №44, მუხ. 377) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების:

ი.ა) დროშა;

ი.ბ) სპეციალური დანიშნულების ბატალიონის დროშა;

ი.გ) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის დროშა;

ი.დ) მოიერიშე ბატალიონის ,,ივერიონის“ დროშა;

ი.ე) სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის დროშა;

ი.ვ) უზრუნველყოფის ბატალიონის დროშა.“.

2. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დროშები თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   მ. სააკაშვილი

დროშის ზომა – 165 სმ X 120 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – სპეციალური ოპერაციების ძალები, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – საქართველო. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

 

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი, ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ბატალიონის ,,ივერიონის“ გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა – მოიერიშე ბატალიონი ,,ივერიონი“, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

 

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების უზრუნველყოფის ბატალიონის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა – უზრუნველყოფის ბატალიონი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.05.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №332. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“, №332, 24.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/107566/