„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
170040000.22.027.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 08/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №212

2010 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიცის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შ ეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №33,მუხ. 517) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა და დამატებები:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის შესახებ დადგენილებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს ამ დადგენილების დედნის ელექტრონული ასლი (დასკანერებული რედაქცია).“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს ამ დადგენილების დედნის ელექტრონული ასლი (დასკანერებული რედაქცია).”.

3. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ე“ ქვეპუნქტი:

„ე) გარიგების ღირებულება.“.

4. 35-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის მიერ შესრულებულ სანოტარო მოქმედებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს დოკუმენტის (სანოტარო აქტის) დედნის ელექტრონული ასლი (დასკანერებული რედაქცია). ამ წესით უნდა შესრულდეს შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

ა) დოკუმენტის შენახვა (ცვლილება/გაუქმება);

ბ) საქორწინო ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

გ) რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

დ) საზღვაო პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

ე) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ვ) მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ზ) მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან (ცვლილება/გაუქმება);

თ) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ი) იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

კ) განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

ლ) სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

მ) სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმება (ცვლილება/გაუქმება);

ნ) სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების დამოწმება (ცვლილება/გაუქმება);

ო) სამკვიდრო მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

პ) სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ჟ) უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

რ) სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

ს) გასანაღდებლად ჩეკის წარდგენა და ჩეკის გაუნაღდებლობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ტ) თამასუქის პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

უ) სამკვიდროს მმართველის დანიშვნა (ცვლილება/გაუქმება);

ფ) დავალების ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება).“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.11.2010.
როდის იქნა მიღებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 05.11.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №212. სარეგისტრაციო კოდი — 170040000.22.027.016031.
სად არის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №212, 05.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016031 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1081537/