“საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.027.009.099
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №689
2006 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების შესახებ“ 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №15, მუხ. 152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.
1. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.“.
2. მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას;“.
4. მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) საორგანიზაციო და სამეცნიერო-ანალიტიკური განყოფილება;
ბ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების აღრიცხვისა და დაცვის განყოფილება;
გ) ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და დოკუმენტაციის მართვის განყოფილება;
დ) ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;
ე) ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილება;
ვ) საფინანსო განყოფილება – ცენტრალური ბუღალტერია;
ზ) დაწესებულებათა დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სექტორი;
თ) დოკუმენტაციის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია;
ი) სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა;
კ) სამეურნეო სამსახური.
19. დეპარტამენტის სისტემაშია:
ა) საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
ბ) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი;
გ) საქართველოს კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
დ) ქალაქ ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
ე) სახელმწიფო არქივი ქალაქ ცხინვალში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2006.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- “საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 16.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №689. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.22.027.009.099.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №689, 16.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.027.009.099 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66076/