საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის კენჭისყრის დღესა და კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2004 ბოლო ცვლილება 19.03.2004
ნომერი
№32/2004
სარეგისტრაციო კოდი
010090000.13.007.006403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სატრეგისტრაციო კოდი 010.0900.000.13.007.006.403

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №32/2004

2004 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის კენჭისყრის დღესა და კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

�საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი:

ა) საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ � ჩანაწერთა წიგნი);

ბ) ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს;

გ) ჩანაწერთა წიგნი წარმოადგენს ე.წ. ზონარგაყრილ წიგნს. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი და დაესმევა საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მეორე გვერდზე ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;

ე) ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს კომისიის წევრთა შორის წილისყრით ფუნქციების განაწილების შედეგები;

ვ) ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე კომიიის მდივანს შეაქვს გადასატანი ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა;

ზ) ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების დროებით გადაცემის ინფორმაცია;

თ) ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო;

ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემის დადგენისთანავე კომისიის მდივანს იგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება მე-6 � მე-9 გვერდები) და სადემონსტრაციო ოქმში;

კ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს უფლება აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით);

ლ) არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში;

მ) ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა დალუქულ საბუთებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

��� მუხლი 2

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 და 17 საათზე, თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორთან ერთად გადათვალოს ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და მათი ჯამი შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო, შემაჯამებელ ოქმებსა და ჩანაწერთა წიგნში. ჩანაწერთა წიგნში შეტანილ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს ხელს აწერენ კომისიის მდივანი და რეგისტრატორი კომისიის წევრები.

��� მუხლი 3

თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის ოქმისათვის, თანამიმდევრობით ინომრება დაწყებული 00001-დან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებისათვის და 001-დან � საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმებისათვის. საკუთრივ ოქმი მისი ყუისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი. თითოეული ბლოკნოტის ფურცლები თანამიმდევრობით ინომრება დაწყებული 01-დან. ბლოკნოტს აქვს ყდა, რომლის თავფურცელზეც დაბეჭდილია არჩევნების დასახელება, საერთო არჩევნების გამართვის წელი, ოქმების სახეობა, ბლოკნოტის ნომერი, გრაფები: საარჩევნო ოლქის ნომრისა და დასახელების, საარჩევნო უბნის ნომრის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბლოკნოტის მიღების თარიღის აღნიშვნისა და ბლოკნოტის გამცემი და მიმღები უფლებამოსილი პირების ხელმოწერებისათვის. ყდის უკანა ფურცელი წარმოადგენს საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის კუთვნილ შემაჯამებელ ოქმს. საუბნო საარჩევნო კომისიის კუთვნილი შემაჯამებელი ოქმი (ყდის უკანა ფურცელი) ყდის თავფურცელთან, გამოუყენებელ ოქმებთან, სადემონსტრაციო ოქმთან და საარჩევნო კომისიის სხვა საბუთებთან ერთად ილუქება საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ და გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

��� მუხლი 4

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმების ბლოკნოტებს. ბლოკნოტი შედგება №01-დან №15-მდე თანამიმდევრულად დანომრილი 15 ფურცლისაგან, და ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის კუთვნილი ოქმისაგან.

��� მუხლი 5

�კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) ერთიან სიაში კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა;

ე) კენჭისყრის დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (იგი ტოლია ერთიან სიაში კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობისა და კენჭისყრის დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის ჯამისა);

ზ) ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში;

თ) ამომრჩეველთა რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში (ამომრჩეველთა სიის დანართში);

ი) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 და 17 საათზე;

კ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

ლ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

მ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ნ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ო) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

პ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ჟ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (რაც წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამს);

რ) საუბნო საარჩევო კომისიის ბეჭდის ნომერი;

ს) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

ტ) ოქმის ის მონაცემი, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში �განსხვავებული აზრი� და ხელს აწერს მას);

უ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (შეივსება ოქმის გაცემისას).

��� მუხლი 6

საუბნო საარჩევნო კომისია განკარგულებით, რომელიც მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით, ამტკიცებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

��� მუხლი 7

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 და №02 ფურცლები (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც ოქმის №01 ფურცელს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრების ასლებით) დაუყოვნებლივ გადასცემს ცესკოს.

��� მუხლი 8

ოქმის №№03-08 ფურცლები დაუყოვნებლივ გადაეცემა საარჩევნო უბანში საუკეთესო შედეგის მქონე ექვსი პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, ხოლო №09 და №10 ფურცლები � ორი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (თუ ამ ოქმების მიღების სურვილი მეტმა დამკვირვებელმა გამოთქვა, ეს ორი დამკვირვებელი წილისყრით შეირჩევა). სხვა წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს კენჭისყრის მომდევნო დღეს, თუ მოითხოვენ, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაეცემათ საუბნო საარჩევნო კომისიის №02 შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლი, რომელიც მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და მას ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01-10 ოქმებისა). ოქმების მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

��� მუხლი 9

�საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ე) არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) საარჩევნო სუბიექტთა დასახელებები, საარჩევნო სუბიექტებისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ლ) ნამდვილ ბიულეტენთა რაოდენობა (რაც წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამს);

მ) საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის ბათილად ცნობის საფუძველი;

ნ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

ო) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

პ) ოქმის ის მონაცემი, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში �განსხვავებული აზრი� და ხელს აწერს მას);

ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (შეივსება ოქმის გაცემისას).

��� მუხლი 10

საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის/არჩევნების შემაჯამებელ ოქმსა და თანდართულ ცხრილს, რომელშიც შეტანილია საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით. ცხრილის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

��� მუხლი 11

�საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 ფურცელი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილება იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

��� მუხლი 12

�საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას;

გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობას;

დ) საარჩევნო სუბიექტების დასახელებასა და მათ მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობას;

ე) ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობას.

��� მუხლი 13

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 14

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი