„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№856
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 149, 15/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №856

2010 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის                     2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005 წ., №42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს დამატება და ინსტრუქციის 151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად შეუწყდათ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებულ ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანებების თანხებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 59-ე ნაწილის შესაბამისად ჩამოეწეროთ 2010 წლის 1 აგვისტოსათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის რიცხული სანქცია, რომელიც საგადასახადო ორგანოებმა უნდა განახორციელონ გპაბ-ზე ასახვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად.

მაგალითი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს შეუწყდა 7000 ლარის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქცია 2000 ლარის ოდენობით), 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების თანხებზე, რომელიც ფიზიკურ პირს ჩამოეწერა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

მიუხედავად აღნიშნულისა, ამ კატეგორიის ფიზიკურ პირებს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომ (2010 წლის 1 აგვისტომდე) პერიოდში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის კვლავ წარმოექმნათ გადაუხდელი სანქციები, რომელიც ამ მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ჩამოწერას.

მოცემულ შემთხვევაში:

საგადასახადო ორგანო განახორციელებს ფიზიკური პირისათვის 2010 წლის 1 აგვისტოსათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში რიცხული სანქციის ჩამოწერას. კერძოდ:

ფიზიკურ პირს 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანება 5000 ლარი და სანქცია 2000 ლარის ოდენობით, რომელიც ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მას 2010 წლის 1 აგვისტოსათვის გპაბ-ზე კვლავ ერიცხება გადაუხდელი საურავის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით, რომელიც ასევე ექვემდებარება ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 59-ე ნაწილის საფუძველზე და გპაბ-ზე გაკეთდება შემდეგი სახის ჩანაწერი:

„ჩამოწერილია 2010 წლის 1 აგვისტოსათვის რიცხული სანქცია.“.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი    კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.11.2010.
როდის იქნა მიღებული „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე?
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.11.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №856. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.22.033.016051.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.11.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე, №856, 15.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016051 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1093519/