ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 34 9
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების შესახებ
მუხლი 1
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხა (დანართის მიხედვით), რომელსაც აღიარებს საქართველო.
მუხლი 2
ფარმაცევტულ საწარმოებს უფლება აქვთ, ნებაყოფლობით დანერგონ და მოახდინონ ამ დადგენილებით აღიარებული საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის რომელიმე სტანდარტზე გადასვლა მისი ამოქმედების დრომდე, 2016 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხა, რომელთაც აღიარებს საქართველო
1. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული GMP სტანდარტი (WHO GMP).
2. ევროკომისიის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (European Commission – EC GMP).
3. ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (Food and Drug Administration – FDA Current GMP).
4. ფარმაცევტულ ინსპექციათა თანამშრომლობის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (Pharmaceutical Inspection Cooperation Scheme – PIC/S GMP).
5. ჰარმონიზაციის საერთაშორისო კონფერენციის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (International Conference on Harmonisation – ICH Q7 GMP).