ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.11.2010 ბოლო ცვლილება 27.10.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№349
სარეგისტრაციო კოდი
470200000.10.003.016080
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 18/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 34 9

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების შესახებ

    მუხლი 1

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შე­საბამისად, განისაზღვროს საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტან­დარ­ტების ნუსხა (დანართის მიხედვით), რომელსაც აღიარებს საქართველო.

    მუხლი 2

ფარმაცევტულ საწარმოებს უფლება აქვთ, ნე­ბაყოფლობით დანერგონ და მოახდინონ ამ დადგენილებით აღი­არებული საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის რომელიმე სტანდარტზე გადასვლა მისი ამოქმედების დრომდე, 2016 წლის 1 იანვრამდე.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური

დანართი

საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხა, რომელთაც აღიარებს საქართველო

1. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რე­კომენდებული GMP სტანდარტი (WHO GMP).

2. ევროკომისიის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (European Commission – EC GMP).

3. ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამ­ლების ადმინისტრაციის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (Food and Drug Administration – FDA Current GMP).

4. ფარმაცევტულ ინსპექციათა თანამშრომლობის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (Pharmaceutical Inspection Cooperation Scheme – PIC/S GMP).

5. ჰარმონიზაციის საერთაშორისო კონფერენციის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (International Conference on Harmonisation – ICH Q7 GMP).