"ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№65
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 22/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №65

2010 წლის 18ნოემბერი

ქ. თბილისი

„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის№729 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის№729 ბრძანებაში (სსმ III, 18.11.08 წ., №164, მუხ. 1652) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2611 ჰას და მოიცავს №№5, 6, 10, 11, 12, 13, 14, 16, 19, 20, 21, 23, 24, 25, 26, 28,37,52, 55, 56, 57, 58 კვარტ ა ლებს.“;

ბ) პირველ ი პუნქტის„ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ხანძარებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში ჯგუფურა დ გამხმარი ზეხმელი ხეების სოციალური ჭრის წესებით მოჭრა და გატანა;

რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყის ალგეთის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვი ს სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება.“;

გ) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 3126,9 ჰა ტერიტორიას. რომელიც მოიცავს №№27, 29, 30, 31; 32 კვარტ ა ლის უბნებს 16-დან 22-ის ჩათვლით; №№33, 34, 35, 36, 38-დან 51-ის ჩათვლით, №№53 და 54 კვარტ ა ლებს შესაბამისი უბნებით და №59 კვარტალს.“;

დ) პირველ ი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა,სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს№132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ე) პირველ ი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა.“;

ვ) პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) აჯამეთის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სოციალური ჭრების (უპირატესად მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი) შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ლიმიტირებული ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში,თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. თიბვა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს№132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ზ) პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა.“;

თ) პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) გარდაბნის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში,თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნების მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა,სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება,„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ი) პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარდაბნის აღკვეთილის მთავარი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელისშემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.“

კ) პირველ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) კინტრიშის დაცულ ტერტორიებზე სეზონურა დ მცხოვრები მოსახლეობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა ადგილობრივი ჯიშის ხილის სანამყენებით, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, ხვნა-თესვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკებისა და ტრადიციული საფუტკრე სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.

ლ) პირველ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მთავარი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი, გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვის მოვლისა და აღდგენის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელისშემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, და ზეხმელი ხეები.“;

მ) პირველ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით თბილისის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვი სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება.“;

ნ) პირველ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,დაიშვება ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული საშეშ ე მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში),თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ო) პირველ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით თბილისის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვი ს სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება.“;

პ) პირველ ი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა.“;

ჟ) პირველ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, ზეხმელი, ხმობადი და მოთხრილ-მოტეხილი ხეების მერქნით სარგებლობა, თიბვა (ტყით დაუფარავ ფართობში), საფუტკრეების მოწყობა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

რ) პირველ ი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სოციალური ჭრა ლაგოდეხის აღკვეთილის საზღვართან არსებულ ი დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით;“

ს) პირველ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სოციალური ჭრების (უპირატესად მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი) შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში),თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება. „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ტ) პირველ ი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.“;

უ) პირველ ი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,სოციალური ჭრების განხორციელება, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში),თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ფ) პირველ ი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა.“;

ქ) პირველ ი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროე-ბითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება(ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში,თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება,„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ღ) პირველ ი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნ ე ს ყორუღის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შე მწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.“;

ყ) პირველ ი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების,როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა.“;

შ) პირველ ი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ივრის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება(ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში,თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ჩ) პირველ ი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნ ე ს ივრის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შე მწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.“;

ც) პირველ ი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ხანძარებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში სოციალური ჭრებით ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე