„საქართველოს ქალაქებისა (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ს არეგისტრაციო კოდი 370.020.000.11.104.004.879
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №94-№170
2001 წლის 25-26 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ქალაქებისა (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკა ში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად,ვბრძანებთ:
I. საქართველოს ეკონომიკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების 1999 წლის 25 იანვრის №6-№18 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკა ში“შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მეთოდიკისა და პირველი მუხლის სათაურში სიტყვის „ფასის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ან წლიური საიჯარო ქირის“.
2. პირველი მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსებსა და ტერიტორი ულ ზონებს, სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან წლიურ საიჯარო ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში,წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიყენება სახელმწიფო მიწის კერძო საკუთრებაში გაცემაზე მოწყობილ კონკურსის ან აუქციონის დროს, როგორც საწყისი ფასი. მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის ერთ-ერთ კრიტერიუმად მიჩნეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 კარის – „მიწის გადასახადი ს“ შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი და რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს.
არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული წლიური საიჯარო ქირა გამოიყენება სახელმწიფო მიწის სარგებლობაში გაცემაზე მოწყობილ კონკურსის ან აუქციონის დროს როგორც საწყისი ნორმატიული წლიური საიჯარო ქირა. მიწის ნორმატიული საიჯარო ქირის განსაზღვრის კრიტერიუმად მიჩნეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 კარის „მიწის გადასახადი ს“ შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი და რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში,წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 2-ს.
პირდაპირი წესით მიწის კერძო საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის დროს მიწის ფასს ან წლიურ საიჯარო ქირას ადგენს რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში მმართველობის ორგანო წინა უახლოესი კონკურსის ან აუქციონის დროს ჩამოყალიბებული მიწის ფასის ან საიჯარო ქირის ოდენობის გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა იყოს დამტკიცებულ მიწის ნორმატიულ ფასზე ან საიჯარო ქირაზე ნაკლები.“.
„4. მიწის ნაკვეთის ფასის გადახდა ხდება მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი საბუთის მიღებისთანავე, ხოლო წლიური საიჯარო ქირის – თანაბარწილად საანგარიშო წლის 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე. იმ შემთხვევაში, როცა რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მმართველობის ორგანოს მიერ მიწის საფასურის გადახდა გათვალისწინებულია ნაწილ-ნაწილ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს, გადასახდელი თანხა წლებში ნაწილდება თანაბრად. ამასთან, პირველი წლის გადასახდელ თანხას მყიდველი იხდის მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი საბუთის მიღებისთანავე, ხოლო შემდგომ წლებში განრიგით გადასახდელ თანხას, რომელიც გაანგარიშებული უნდა იქნეს დისკონტის მეთოდით, საანგარიშო წლის 1 ივნისამდე. ამავე მეთოდით გადაიანგარიშება იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირველი წლის შემდეგ მომდევნო წლების ვადადამდგარი წლიური საიჯარო ქირის ოდენობა;
მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს ვადაზე გადაუხდელი თანხის 0,2 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის ვადის დადგენილი თარიღიდან მათი გადახდის თარიღამდე.“.
2. პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 და მე-6 პუნქტები.
3. III თავის სათაურში და მე-3 მუხლის 1-ლ,მე-2 და მე-3 პუნქტებში სიტყვების, „ნორმატიული ფასი (ფასის)“ შემდეგ ყველგან დაემატოს „ან წლიური საიჯარო ქირა (ან ქირის)“, ხოლო ასო – k-ს მნიშვნელობის განმარტების ბოლო წინადადება „რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რომელთა მინიმალური ოდენობა უდრის,შესაბამისად, 20-ს და 2-ს“.
II. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
ი. ჩხარტიშვილი
ზ.ნოღაიდელი