1. ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, ეს დებულება, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები – მერიები თავის საქმიანობას წარმართავენ საქართველოს კანონებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და ამ დებულების საფუძველზე