1. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსურ ბაზას შეადგენს: საქალაქო მეურნეობა; ქალაქის ბუნებრივი რესურსები, ქალაქის ადგილობრივი საკუთრება; ქალაქის ბიუჯეტის სახსრები და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგებლობაში არსებული სხვა ფინანსები.
2. ქალაქის ბუნებრივ რესურსებს შეადგენს ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა და მისი წიაღი, წყალი და მცენარეული საფარი, რომელიც არ არის გადაცემული კერძო საკუთრებაში. ქალაქის მმართველობის ორგანოების გამგებლობაში შეიძლება იყოს ქალაქის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქის საჭიროებისათვის გადაცემულია ქალაქის მმართველობის ორგანოების მფლობელობაში
მუხლი 6. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსური ბაზა
თავი II — ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება
- მუხლი 2. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 3. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
- მუხლი 5. ადგილობრივი მმართველობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
- მუხლი 7. საქალაქო მეურნეობა
- მუხლი 8. ადგილობრივი მმართველობის საკუთრება
- მუხლი 9. ქალაქის ბიუჯეტი
- მუხლი 10. ქალაქის მერია
- მუხლი 11. ქალაქის მერიის შემადგენლობა
- მუხლი 12. ქალაქის მერიის უფლებამოსილებანი
- მუხლი 14. მერის ზოგადი კომპეტენცია
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112294/muxli-6/