1. ადგილობრივი მმართველობის საკუთრება არის სახელმწიფო საკუთრების ფორმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ადგილობრივი მმართველობის ორგანო.
2. სახელმწიფო ცენტრალური და ქალაქის საკუთრების ობიექტების გამიჯვნა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო საკუთრების იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც გადაეცემა ქალაქის მმართველობის ორგანოს საკუთრებაში და/ან რომელთა მართვაც მერიის კომპეტენციაშია, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით.
4. ადგილობრივი მმართველობის საკუთრების შექმნის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“