1. მერიები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, ადამიანთა უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით.
2. ადგილობრივი მმართველობა ეფუძნება მართვის დეკონცენტრაციას. მერიები კანონით განსაზღვრულ კომპეტენციებს ახორციელებენ ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საფუძველზე სუბსიდიარობისა და დელეგირების პრინციპების შესაბამისად.
3. მერიების უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ და ამ დებულებით