1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლით ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების საფუძველზე სახელმწიფო ქონების შემძენი/სარგებლობის უფლებით მიმღები პირი თავისუფლდება ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისთვის დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.
2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლით ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ამ კანონის 491 მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს.
საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №724 – ვებგვერდი, 14.07.2021