თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში თბილისის ქონების შეძენის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის/პირობების (მათ შორის, ფინანსური და საინვესტიციო პირობის/პირობების) შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს მთავრობა თბილისის შესაბამისი ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით მიმღების ან მართვის უფლებით მიმღების მიერ მისთვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, თუ ეს პირობა/პირობები იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში უნდა შესრულებულიყო, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული.

საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი №728 – ვებგვერდი, 14.07.2021