საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ. ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ. თბილისის №2 სამშობიარო სახლის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№598
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.05.002.001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56(63), 29/10/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№598

1999 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ. თბილისის №2 სამშობიარო სახლის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ

1. ამოღებულ იქნეს „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანული მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლი „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 აპრილის №233 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების ნუსხიდან“.

2. ამოღებულ იქნეს კოსტავას ქ. №38-ში (ყოფილი ლენინის ქ. №38) მდებარე შენობა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1986 წლის 14 ნოემბრის №706 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის (ყოფილი კალინინის რაიონი) ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლების სიიდან“.

3. „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის უფლებათა დაცვის, აგრეთვე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების, ეკონომიკური მოტივაციის გაძლიერების მიზნით დაკმაყოფილდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტან ალ ური მედიცინისა და მეა ნობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ. თბილისის №2 სამშობიარო სახლის კოლექტივების თხოვნა მათთვის სამედიცინო დაწესებულების ქონებისა და შენობის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე.

4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყონ, დადგენილი წესით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტისა და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლის კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების სათანადო ღონისძიებათა გატარება.

ე. შევარდნაძე