1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა №18.
2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ დებულების (რეგლამენტის) 48-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები გამოიყენება “სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და “სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით