1. ამ წესის მიზანია განსაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობის მართვის წესი.
2. ამ წესით განისაზღვრება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;
ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა;
გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი;
დ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი;
ე) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემის წესი;
ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი.
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სახეები, ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე-ტყის დამზადების წესი, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით