1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ბ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემა;
გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
დ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ე) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ვ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ზ) საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და სატაქსაციო დახასიათება;
თ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
"სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ" · რედაქცია 26.07.2011
მუხლი 2. მომსახურების სახეები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წესის მიზანი
- მუხლი 5. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი
- მუხლი 6. ხე-ტყის დამზადების ბილეთის რეკვიზიტები
- მუხლი 9. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები
- მუხლი 10. განცხადება ნადირობის დოკუმენტის მისაღებად
- მუხლი 13. ნადირობის დოკუმენტის რეკვიზიტები
- მუხლი 14. ტყის ფონდში ნადირობის რეგულირება
- მუხლი 17. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად
- მუხლი 21. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები
- მუხლი 22. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება
- მუხლი 24. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ", მუხლი 2, №56, 07.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 390050000.32.057.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1135481/muxli-2/