ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის (2000-2002 წლები) დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №64
2000 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის (2000-2002 წლები) დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის თანდართული გეგმა (2000-2002 წლები).
ე. შევარდნაძე
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმა
(2000-2002 წლები)
| ამოცანა | სტრატეგია | შემსრულებელი | ვადა |
| ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესწავლისა და ინფორმაციის გაცვლის გამუჯობესება | ქვეყნის მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების სტატისტიკური დამუშავება. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების და პრ ოექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.ქვეყნის მასშტაბით მდგომარეობის შესწავლა. | შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, სტატისტიკის დეპარტამენტი, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები | 2000-2002 |
| ქალთა მიმართ ძალადობის ბუნების, ხასიათისა და შედეგების კოორდინირებული შესწავლა და ამ ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის მოქმედების ანალიზი | ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის პეკინის პლატფორმის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა. ქალთა მიმართ ძალადობის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევად აღიარება. ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიუღებლობის პოლიტიკის დამკვიდრება. | იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პარლამენტი | 2000-2002 |
| ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მისი საჯარო განხილვის საგნად გადაქცევა. ოჯახური ძალადობის თავიდან აცილება და ასეთი ფაქტების შემცირება | საზოგადოების გათვითცნობიერება, რომ ქალების მიმართ ძალადობა ოჯახსა თუ საზოგადოებაში სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონით დასჯადია. საჯარო კ ო მპანიები ძალადობის, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედ ე ბის შესახებ კანონების, სტატისტიკისა და ინფორმაციის გავრცელება. კანონმდებლობის შესრულება.ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სამარცხვინოსა და მიუღებელს გახდის ქალთა მიმართ ძალადობას. | შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, არასამავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, პრესა | 2000-2002 |
| პოტენციურ მოძალადეთათვის სპეციალცრი პროგრამების შემუშავება | უბნის ინსპექტირების ინსტიტუტების საშუალებით იმ ოჯახების გამოვლენა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ხდება ან შეიძლება მოხდეს შეხვედრები და საუბრები პოტენციურ მოძალადეებთან, სპეციალური სატელევიზიო პროგრამები ამ საკითხებზე; სოციალური სამსახურებისა და სკოლის ფსიქოლოგების საშუალებით წინასწარი მუშაობის ჩატარება აგრესიულ მოზარდებთან | შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ტელევიზიაIარხი, განათლების სამინისტრო | 2000-2002 |
| კანონმდებლობის განვითარება, სასამართლო გადაწყვეტილებ ებ ისა და კანონების აღსრულება | პოლიციის თანამშრომელთათვის მსხვერპლთა მიმართ მოქცევის ინსტრუქციებისა და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების შემუშავება; პოლიციისათვის ტრენინგების ჩატარება ოჯახური ძალადობის შემთხვევების მოწესრიგების შესახებ. პოლიციაში ქალთა დასაქმება ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ურთიერთობის გაიოლების მიზნით. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი. | შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები | 2000_2002 |
| ძალადობის მსხვრეპლთათვის დახმარება და მათი დაცვა | ძალადობის მსხვერპლ თათვის პრაქ-ტიკული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერა; მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველ-ყოფა ან მოძალადის მოშორებით ან მსხვერპლთათვის უსაფრთხო ადგილის უზრუნველყოფით; ძალადობის მსხვერ-პლთათვის. ძალადობის მსხვერპლთათვის სამართ-ლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება სისხლის სამართლის პროცესის მიმდინა-რეობის დროს. | შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები | 2000_2002 |
| პროფესიული ძალადობის (მათ შორის,სამუშაოს ადგილზე ძალადობის) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მისი საჯარო განხილვის საგნად გადაქცევა, მიზეზებისა და შედეგების შესწავლა, თავიდან აცილება და შემცირება | საზოგადოების გათვითცნობიერება, თუ რაში მდგომარეობს პროფესიული ძალადობა (მათ შორის,სამუშაო ადგილზე ძალადობა). ძალადობის ან ფორმის წინააღმდეგ კანონების შემუშავება გაეროს რეზოლუციების, ადამიანის უფლებათა ძირითადი დოკუმენტებისა და მოწინავე ქვეყნების კანონმდებლობის გათვალისწინებით. | იუსტიციის სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოცი-ალური დაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, პროფესიული კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, პრესა | 2000-2002 |
| ეთნიკური ძალადობის დაძლევა; ეთნიკური კონფლიკტების, დეპორტაციის, იძულებითი მიგრაციის, გამოსახლების მსხვრეპლთა დახმარება | ტრენინგები სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენელთათვის; რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების შექმნა; მასალების გამოქვეყნება; კონფლიქტის შედეგად გათიშული ოჯახების პრობლემების მოგვარებისათვის ხელის შეწყობა. | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, აფხაზეთის მინის-ტრთა საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცვე-ლის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, პრესა | 2000-2002 |
| ეკოლოგიური ძალადობის (საცხოვრებელი გარემოს ნგრევითა და ეკოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული ერის გენოფონდის შეცვლა, ჯანმრთელობისა- თვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების ხელყოფა) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საჯარო განხილვის საგნად გადაქცევა | საზოგადოების გათვითცნობიერება, რომ ეკოლოგიური ძალადობა კრიმინალური ქმედობაა; ეკოლოგიური ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამკაცრება; ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება | გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ეკოლოგიური პოლიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, პრესა | 2000-2002 |
| მოზარდ გოგონათა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მიზეზებისა და შედეგების კოორდინირებული შესწავლა, მისი საჯარო განხილვის საგნად გადაქცევა.მოზარდ გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის მოქმედების ანალიზი | ქვეყნის მასშტაბით გოგონათა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის (ცემა, გაუპატიურება, სექსუალური ექსპლოატაცია, მათხოვრობა, ჯანდაცვის უქონლობა, წერა-კითხვის უცოდინრობა) შესახებ შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების სტატისტიკური დამუშავება; სპეციალური პროგრამებისა და კანონების შემუშავება: 1. გოგონათა მიმართ ძალადობის თავიდან აცილების შესახებ; 2. გოგონათა მხრიდან სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების გაცნობის და მასში მონაწილეობისათვის ხელშესაწყობად; 3. გოგონათა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის გენდერული საკითხების შესახებ განათლების მიღების თაობაზე. | შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი; სახალხო დამცველის აპარატი; ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი; არასამთავრობო ორგანიზაციები; ტელევიზია, პრესა | 2000-2002 |
| სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით ქალებით ვაჭრობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებები | სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით ქალებით ვაჭრობის ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევად აღიარება; კანონმდებლობაში ქალებით ვაჭრობის, როგორც დანაშაულის განსაზღვრა და შესაბამისი დამსჯელი ღონისძიებების გათვალისწინება; სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით ქალებით ვაჭრობის შემთხავევების აღრიცხვა; მსხვერპლთთათვის დაცვის პროგრამების შემუშავება; სამართალდამცავი, იმიგრაციული, სოციალური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლობა ქალებით ვაჭრობის აღსაკვეთად. | შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები | 2000-2002 |
| ჩატარებული მუშაობის სისტემატური მონიტორინგი | გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მათი ყოველწლიური ანალიზი (გეგმის შემსრულებული აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები კომისიას წარუდგეგენ ყოველწლიურ ინფორმაციას გეგმის შესასრულებლად ჩატარებული მუშაობის შესახებ). | ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია. | 2000-2002 |