,,სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №111
2005 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ
საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მთელ რიგ რაიონებში დაინგრა საცხოვრებელი სახლები. მათი უმეტესობა განთავსებული იყო მდინარეთა გასხვისების ზოლში და მეწყერსაშიშ ადგილებში, სადაც საცხოვრებელი სახლების აღდგენა და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია, რის გამოც დღის წესრიგში დადგა საკითხი უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ გეგმარებით საკადასტრო ერთეულებზე.
ამ მიზნით:
1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ახალი საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მდინარეთა მკაცრი ზედამხედველობის ზოლიდან და მეწყერსაშიში ადგილებიდან საკარმიდამო მიწების მონაცვლეობის ნება დაერთოთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა:
ა) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა განახორციელონ ამ მიზნით შექმნილი შიდასაუწყებო კომისიების მიერ შერჩეულ გეგმარებით საკადასტრო ერთეულებზე ან ერთეულთა ჯგუფებზე;
ბ) მკაცრად დაიცვან „საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, „საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირების და საინჟინრო დაცვის წესების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №4 ბრძანება და „წყალდაცვითი ზოლის შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რე-სურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.
3. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარმა „არქმშენინსპექციამ” და „საქნაპირდაცვამ” მკაცრი კონტროლი დაუწესონ საქართველოს მდინარეთა კალაპოტებთან თვითნებურ მშენებლობას.
4. დადგენილების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი ეთხოვოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ”“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ”“?
- „,,სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ”“ მიღებულია 07.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №111. სარეგისტრაციო კოდი — 370.080.000.10.003.000.245.
- სად არის „,,სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ”“, №111, 07.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 370.080.000.10.003.000.245 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11404/