საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოწყობის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2000 ბოლო ცვლილება 23.10.2000
გამომცემი ორგანო
ნომერი
№427
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 04/10/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №427

2000 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოწყობის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შესახებ

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ორგანი­ზებისა და სათანადო დონეზე განხორციელების მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწე­რის მოწყობის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) თანდარ­თული შემადგენლობით.

2. კომისიამ ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველოს პრეზი­დენტის ბრძანებულების პროექტი საქართველოს მოსახლეობის საყო­ველთაო აღწერის მოწყობის ღონისძიებათა გეგმისა და თარიღის შესახებ.

3. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაით­ვალოს „საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწე­რის მოწყობის თარიღის შეცვლის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 1999 წლის 30 აპრილის №204 ბრძანებულება და „საქართ­ველოში მოსახლეობის 1999 წლის აღწერის მოწყობის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 აპრილის №115 განკარგულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოწყობის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა

გიორგი არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თემურ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების დარგში

ნუნუ ბლუაშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ციალა ელიაძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის აღწერის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი

გურამ ვარშალომიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ვალერი ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

დავით თარხან-მოურავი – საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გურამ თევზაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში

დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ანზორ თოთაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიის დეპარტამენტის თავმჯდომარე

ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი

გივი კეკელიძე – საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე          

ტატო ლასხიშვილი – გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი

ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

როინ მეტრეველი – თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

რუსუდან მინაძე – ქ. თბილისის სტატისტიკური სამმართველოს უფროსი

არმაზ სანებლიძე – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი

მიხეილ უკლება – საქართველოს ქონების მართვის მინისტრი

ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

ზაზა შენგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარე

გია შერაძე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერი

ლეო ჩიქავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი

ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს მრეწველობის, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი

ნოდარ ჭითანავა – ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ სფეროში რეფორმების ხელშემწყობი სამსახურის უფროსი.