ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების მიზნით უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№220
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 01/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №220

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების მიზნით უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

1. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, შეიქმნას უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ლევან იზორია – (ჯგუფის ხელმძღვანელი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

არჩილ ფავლენიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა სამსახურის უფროსი;

ირაკლი ბერაია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი;

ვალერ ლომუაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომელი;

ნოდარ ნადირაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი;

ანა გუცაევი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

სერგო ცქიტიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსი;

ნუკრი გოგმაჩაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) უფროსი;

დავით ბედოშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

კახი ცაგარეიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს საზღვრის დაცვისა და დაგეგმარების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;

ლევან ნოზაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე–გამომძიებელი;

ომარ თეთვაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ნანა ბერიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საერთაშორისო სასაზღვრო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი;

ჯემალ კოლაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი;

ვალერიან ფრანგიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი;

შალვა პაპავა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) I მთავარი სამმართველოს III სამმართველოს უფროსი;

გიორგი ბერიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ბექა ალადაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვვის დეპარტამენტის უფროსი;

მარიამ ტაბატაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

ლევან სიმონიშვილი – სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

დოდო ჩორგოლაშვილი – სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ–ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი;

თამარ გიორხელიძე – სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ნუგზარ გუბაძე – სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ–ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი;

ზაზა როსტომაშვილი – ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

ამირან გამყრელიძე – სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;

ირმა გურგულიანი – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

ჯუმბერ მამასახლისი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი;

კონსტანტინე ხუცაიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი;

ანა ჟვანია – ა(ა)იპ – რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის დირექტორი;

გიორგი კობეშავიძე – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ლაშა დარსალია – უშიშროების საბჭოს აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

2. დაევალოს უწყებათშორის სამუშაო ჯგუფს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების მიზნით სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება.

პრემიერ–მინისტრი                                                    ბ. ივანიშვილი