1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტალების მიხედვით. საკრებულოს ყოველი კვარტალის პირველ სხდომაზე შეიტანება საკითხი მიმდინარე კვარტალის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ.
2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.
3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე გამგებლის წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური სხდომის დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი დრო.
4. საკრებულოს თავმჯდომარე, ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას, საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათ თანმიმდევრობას. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებულ თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სამწუთიან სიტყვას.
5. საკრებულოს კომისიას, დროებით სამუშაო ჯგუფს, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს ხუთწუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ, საკრებულო უკამათოდ, ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
6. საკრებულო სხდომაზე რიგგარეშე განიხილავს:
ა) საკითხს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
ბ) პერსონალურ საკითხებს (თვითმმართველობის თანამდებობის პირის არჩევა და გადარჩევა, თვითმმართველობის თანამდებობის პირის დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემა);
გ) საკითხს, რომელიც მიიღება ცნობად.
7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ. კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 48. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
თავი VIII — საკრებულოს სხდომა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 42. ახლად არჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 43. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 44. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 45. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 46. საკრებულოს გამსვლელი სხდომა
- მუხლი 47. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- მუხლი 49. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
- მუხლი 50. საკრებულოს სხდომის დაწყება
- მუხლი 51. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 52. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 53. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 48, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-48/