1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინე-ბელი საკითხის (საკითხების) განსახილველად:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ ამავე კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით);
ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;
გ) საკრებულოს ფრაქციის მოთხოვნით;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.
2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს.
3. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრე საკრებულოს წევრთაგან უხუცესი.
5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.
6. რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი დღისა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 49. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
თავი VIII — საკრებულოს სხდომა
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი დღის ვადაში
- ვადა ერთი კვირის ვადაში
- განაკვეთი 3%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 43. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 44. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 45. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 46. საკრებულოს გამსვლელი სხდომა
- მუხლი 47. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- მუხლი 48. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 50. საკრებულოს სხდომის დაწყება
- მუხლი 51. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 52. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 53. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 54. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 49, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-49/