1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 10.00 საათზე და მთავრდება 18.00 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:
ა) დილის სხდომა- 10.00-დან 13.00-მდე;
ბ) საღამოს სხდომა- 15.00-დან 18.00-მდე;
გ) შესვენებები: 11.30-დან 11.45-მდე; 13.00-დან 15.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე.
2. საკრებულოს სხდომა საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არა უგვიანეს 21.00 საათამდე.
3. საკრებულოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომების დღეები განისაზღვრება მორიგი სხდომის განრიგით, რომელსაც მორიგი სხდომის დღის წესრიგთან ერთად განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო და ამტკიცებს საკრებულო.
4. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, ღია კენჭისყრით ან თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს - კენჭისყრის გარეშე, საკრებულოს ცვლილებები შეაქვს შესაბამისი სხდომის განრიგში
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 52. საკრებულოს სხდომის განრიგი
თავი VIII — საკრებულოს სხდომა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 46. საკრებულოს გამსვლელი სხდომა
- მუხლი 47. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- მუხლი 48. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 49. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
- მუხლი 50. საკრებულოს სხდომის დაწყება
- მუხლი 51. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 53. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 54. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
- მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
- მუხლი 56. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
- მუხლი 57. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 52, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-52/