„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1182
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 13.01.2006, №5, მუხ. 37) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები:
1. მე-14 მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრი (სამმართველო);
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო;
ე) ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური;
ვ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური (სამმართველო);
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამშველო მომზადებისა და რეაგირების სამსახური.“.
2. მე-8 მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციას წარმოადგენს:
ა) ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების, ლიკვიდაციის ღონისძიებათა ორგანიზება და კოორდინირება;
ბ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;
გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება;
დ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა ჯანმრთელობის უასაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოსათვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის აირწინაღის იმპორტის აუცილებლობის დამადასტურებელი დასკვნის მომზადება;
ე) დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებთან ერთად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებ ი ს და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგ ი ს ორგანიზაცია;
ვ) ბუნებრივი და ტექტოგენური კატასტროფების პროგნოზირების მიზნით სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლო ბა;
ზ) საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმები ს შემუშა ვება;
თ) სამუშაო გეგმები ს შემუშა ვება;
ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კოორდინაცია, მათთვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადება და მიწოდება;
კ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებებისა და სამაშველო ჯგუფების მიღება, გაგზავნა და გადაგზავნა დანიშნულებისამებრ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების და სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გადაცემა დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთთავის გასანაწილებლად;
ლ) ერთიანი კოორდინაცი ის გაწ ევა და რეკომენდაციები ს მიცე მა საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მიხედვით საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებში ამ საკითხებით დაკავებულ ი დანაყოფებ ი ს თვის;
მ) ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობ ი ს ორგანიზ ება;
ნ) ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, სამაშველო ძალების კოორდინირება, ადგილზე დეკონტამინაციის ორგანიზება და განხორციელება.“.
3. 23-ე მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23
სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის (სამმართველოს) კომპეტენციას წარმოადგენს:
ა)„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი თ განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;
ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შემუშავებული და შესათანხმებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და წინადადებების მომზადება;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და უწყებრივი სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ინსპექტირება და მეთოდური დახმარება;
ე) სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების კოორდინაცია;
ვ) ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნის ორგანიზება და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
ზ) რთული, ფართომასშტაბიანი და ადამიანთა მსხვერპლთან დაკავშირებული ხანძრების მიზეზების კვლევის და ანალიზის განხორციელება; მათი თავიდან აცილებისა და შედეგების შერბილების ღონისძიებების შემუშავება; სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ და ტექნიკურ გადაწყვეტილებათა გამოკვლევა-შესწავლა.“.
4. ამოღებულ იქნ ე ს მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე და26-ე მუხლები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი