„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №425
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2007წლის30მაისის №111დადგენილებაში ცვლილებების ა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2007წლის30მაისის№111დადგენილებაში (სსმIII, 2007წ., №78, მუხ. 838) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის (დანართი№1):
1. მე-4მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა
1. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ამ წესის მე-5მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის– სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში– სააგენტო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის– შემოსავლების სამსახურის (შემდგომში– სამსახური) მიერ.
2. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის განცხადებაში მითითებულ სურსათზე/ტარაზე.“.
2. მე-5მუხლის პირველი პუნქტის„ა“ და„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განცხადება, რომელშიც მიეთითება სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი, შეფუთვის სახეობა; სურსათის ჰიგიენური მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში, შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი);
ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსათის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი.“.
3. მე-5მუხლის პირველი პუნქტის„გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-6მუხლის:
ა) მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისას, ამ წესის მე-5მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო ან სამსახური განსაზღვრავს გონივრულ ვადას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს. გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო ან სამსახური წარმოდგენილ განცხადებას ტოვებს განუხილველად. დოკუმენტაციის განმეორებითი განხილვა განხორციელდება ახალი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.“;
ბ) მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არა უგვიანეს5კალენდარული დღისა. გადაწყვეტილებას ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი. სერტიფიკატი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღესვე. სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობითი ფორმით, უარის საფუძვლის მითითებით.“;
გ) მე-4პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ერთგვაროვან სურსათზე/ტარაზე გაიცემა ერთი ჰიგიენური სერტიფიკატი.“;
დ) მე-6პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ჰიგიენურ სერტიფიკატთან სურსათის/ტარის შესაბამისობისათვის პასუხისმგებელია განმცხადებელი.“;
ე) მე-7პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია სააგენტოს ან სამსახურის მიერ ჰიგიენური სერტიფიცირების განხორციელების შედეგად მოპოვებული კომერციული საიდუმლოს გაცემა.“;
ვ) მე-8პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ჰიგიენური სერტიფიკატი ივსება2ეგზემპლარად.“;
ზ) მე-9და მე-10პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ჰიგიენური სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ჟურნალში ან ელექტრონულ ჟურნალში.
10. ჰიგიენური სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში, სურსათის ექსპორტირებამდე სააგენტო ან სამსახური გასცემს ჰიგიენური სერტიფიკატის დუბლიკატს შესაბამისი განცხადების საფუძველზე2დღის ვადაში.“;
თ) მე-12–მე-15პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. იმპორტიორი ქვეყნის ან განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლებელია ჰიგიენური სერტიფიკატის ელექტრონული ფორმით გაცემა.
13. ჰიგიენური სერტიფიკატი გაუქმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე დადგინდება სურსათის/ტარის შეუსაბამობა უვნებლობის მოთხოვნებთან.
14. ჰიგიენური სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი და ეცნობება ჰიგიენური სერტიფიკატის მფლობელს.
15. გადაწყვეტილების მიღებიდან ჰიგიენური სერტიფიკატი დაუყოვნებლივ უბრუნდება სააგენტოს ან სამსახურს.“.
5. მე-8მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის„გ“ ქვეპუნქტი:
„გ) განმცხადებლის სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესის შეჩერება.“.
მუხლი 2
სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის ფორმა (დანართი№2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართიN2
საქართველო
GEORGIA
ჰიგიენური სერტიფიკატი #_______________
HYGIENIC CERTIFICATE
` ~ 20 წელი/Year
| სერტიფიკატის გამცემი ორგანო: Certifying Authority:
| დანიშნულების ქვეყანა: Country of Destination
|
| განმცხადებელი , რეკვიზიტები: Applicant: properties
| |
| სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი/პარტიის ნომერი, შეფუთვის სახეობა: Name of product, Number/weight, data, Lot/batch identification number, type of packaging
| |
| სერტიფიკატის გაცემის საფუძველი (დოკუმენტების ჩამონათვალი) Basis for issuance of Hygienic Certificate (list of documents)
| |
| დამატებითი ინფორმაცია: Additional information:
|
ჰიგიენური დახასიათება: The higienic description
უფლებამოსილი პირი
authorized person ----------------------------- ხელმოწერა
Signature
ბ.ა. Stamp