თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებაში, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’, ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1/1
2011 წლის 10 იანვარი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებაში, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’, ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების პირველ მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს 3184.7 ათასი ლარით (დანართი №1; 3;)”.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-2 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს 3184.7 ათასი ლარით (დანართი №2; 4; 5;)”.
3. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-3 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მინიმალური სოციალური პაკეტი განისაზღვროს 174.0 ათასი ლარით, მათ შორის: 86.4 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 87.6 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრებიდან. განსაზღვრული 174.0 ათასი ლარით დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალურად დაუცველი გარდაცვალებულის ოჯახების დახმარება, რომელსაც მინიჭებული აქვს 70000-მდე სარეიტინგო ქულა, 100 ლარის ოდენობით;
გ) დიდი სამამულო ომის მონაწილეების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 250 ლარის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, ავღანეთის ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებულ მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 100 ლარის ოდენობით;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 100 ლარის ოდენობით;
ე) ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე (16 წლამდე) 10 ლარის ოდენობით;
ვ) უდედმამო ბავშვების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით;
ზ) გადაუდებელი აუცილებლობისას, უბედური შემთხვევების და სხვა დახმარებები ნატურალური თუ ფულადი ფორმით;
თ) უმწეოთა და ხანდაზმულთა სუბსიდირებისათვის 40,0 ათასი ლარი;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მშობიარეების თანადაფინანსება თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნული მუხლი №3 ძალაში შევიდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შემდეგ.”.
4. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-5 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაზღვრულ 185,0 ათას ლარს დაემატოს 2010 წელს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ნაშთად დარჩენილი სახსრებიდან 35.6 ათასი ლარი; სულ განისაზღვროს 220.6 ათასი ლარი და დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უსაფრთხო გარემოს დაცვის ცენტრის სუბსიდირება განისაზღვროს 70,0 ათასი ლარი თ.;
ბ) სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურისათვის განისაზღვროს 63,0 ათასი ლარი, მათ შორის, სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის 2,0 ათასი ლარი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ღონისძიებები დაფინანსდეს 87,0 ათასი ლარით.”.
5. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-6 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ქ. თეთრიწყაროს და მანგლისის მუსიკალური სკოლების სუბსიდირებისათვის განისაზღვროს 58,5 ათასი ლარი, მათ შორის: თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლას 47,0 ათასი ლარი მანგლისის სამუსიკო სკოლას 11,5 ათასი ლარი.”.
6. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-11 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სუბსიდირებისათვის განისაზღვროს 100,0 ათასი ლარი. მათ შორის თვეში თითოეული ბავშვზე 25-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებზე სრული დაფინანსება.”.
7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 11¹-ა მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11¹. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ხარჯებისათვის გამოიყოს 35.0 ათასი ლარი და დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
ა) პოლიციის სუბსიდირება 20,0 ათასი ლარით;
ბ) თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოსათვის მოძრავი ჩამწერი ვიდეოკამერის და მისი მოწყობილობის შეძენა 15,0 ათასი ლარით.”.
8. ამოღებულია მე-17 მუხლი.
9. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის
№13/1 დადგენილების მე-18 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა გზების მოვლა- შენახვისათვის განისაზღვროს 4.9 ათასი ლარი.“.
10. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს მე-18¹ მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18¹. 2010 წლის 13 იანვრის საქართველოს მთავრობის №40 განკარგულებაში 2010 წლის 3 ივლისის საქართველოს მთავრობის №874, 10 აგვისტოს №1064, 23 აგვისტოს №1104, 8 დეკემბრის №1571 განკარგულებებით შეტანილი ცვლილებების და დამატებების თანახმად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხული 700.0 ათას ი ლარით დაფინანსდეს დარჩენილი სამუშაოები:
ა) ქ. თეთრიწყაროში აღმაშენებლის ქუჩის ნაწილის მოასფალტება – 5.1 ათასი ლარი;
ბ) ქ.თეთრიწყაროში შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, 9 აპრილის ქუჩების ნაწილის მიწისქვეშა კომუნიკაციების და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის მოწესრიგება – 3.7 ათასი ლარი;
გ) დაბა მანგლისში დადიანის, ლესელიძის, კლდეკარის, ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილის მოასფალტება და ორმული შეკეთება - 8.5 ათასი ლარი.
დ) ქ. თეთრიწყაროს რუსთაველის, ჭავჭავაძის, 9 აპრილის, გორგასლის, მუსხელიშვილის ქუჩების და სოფ. ფარცხისის ცენტრალური მაგისტრალის გარე განათების მოწყობა – 49,0 ათასი ლარი;
ე) ქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქუჩა №35-ში მდებარე შენობის შესასვლელის აღდგენა 0.2 ათასი ლარი.“.
11. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 18² მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18². თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2009 წლის 28 დეკემბრის №15/1 დადგენილების 8² მუხლით განსაზღვრული სამუშაო, კერძოდ: სოფელ კოდაში გამავალი ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის კეთილმოწყობის დარჩენილი სამუშაო დაფინანსდეს 68.3 ათასი ლარით.“.
12. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 18³ მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18³. სოფელ კოდაში გამავალი ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის დარჩენილი ნაწილის:
ა) კეთილმოწყობისათვის გამოიყოს 70,0 ათასი ლარი;
ბ) გარე განათებისათვის გამოიყოს 50,0 ათასი ლარი.“.
13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 184 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„184. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების თანადაფინანსების თანხა განისაზღვროს 260.0 ათასი ლარით.
14. ამოღებულია მე-19 მუხლი.
15. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 20¹ მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20¹. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიურ რესბუბლიკებსა და ადგილობრივი თვით მ მართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადაცემული თანხებიდან აუთვისებელი თანხები დაბრუნებულ იქნ ე ს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
16. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი