სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.01.2011 ბოლო ცვლილება 09.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
120260020.08.002.016140
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 180111, 18/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №23

2011 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის სა გაზაფხულო  გაწვევის შესახებ

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:

1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდეს 2011  წლის  20 იანვრიდან 2011 წლის 1 ივლისამდე.

2.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1286  წვევამდელით.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა  განისაზღვროს 600  წვევამდელით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაქვემდებარებულ  გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1300  წვევამდელით.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში განუსაზღვროს თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისთვის.

8. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე მუნიციპალიტეტების გამგეობებს და თვითმმართველი ქალაქების მერიებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

10.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2011.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“?
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ მიღებულია 14.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 120260020.08.002.016140.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.03.2011-დან.
სად არის „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“, №23, 14.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260020.08.002.016140 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1182862/