„საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №33
2011 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145ბრძანებაში (სსმIII,05.03.2010,№24,მუხ.326)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების:
ა)სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი“;
ბ)პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:“;
გ)პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)„საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი“;“.
2. ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესში“შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა)წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი“;
ბ)მე-2მუხლის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;“;
გ)მე-4მუხლის მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ფორმის ორიგინალს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უბრუნებს გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის საფუძველზე.“;
დ)მე-6მუხლის მე-7პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ ფორმა №1-ის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემდგომ, მომდევნო საგადასახადო წლის განმავლობაში შემოსავლის მიმღებმა არარეზიდენტმა კვლავ მიიღო შემოსავალი საქართველოს რეზიდენტისაგან, ეს უკანასკნელი ვალდებულია ყოველ იმ საგადასახადო წელს, როდესაც არარეზიდენტმა მიიღო შემოსავალი, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.“;
ე)მე-6მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9პუნქტი:
„9. საგადასახადო ორგანოში ფორმა №1-ის წარდგენის შემთხვევაში, ფორმა №2-ის წარდგენა სავალდებულო არ არის.“;
ვ)მე-7მუხლის მე-6პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ ფორმა №2-ის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემდგომ, მომდევნო საგადასახადო წლის განმავლობაში შემოსავლის მიმღებმა არარეზიდენტმა კვლავ მიიღო შემოსავალი საქართველოს რეზიდენტისაგან, ეს უკანასკნელი ვალდებულია ყოველ იმ საგადასახადო წელს, როდესაც არარეზიდენტმა მიიღო შემოსავალი, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
კ. ბაინდურაშვილი