"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-10
სარეგისტრაციო კოდი
300320000.36.101.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100211, 10/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1-10

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

,,რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა : ,,რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის№6-35 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-6პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11 .

1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ( მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) დედაქალაქში რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს;

ბ) დედაქალაქში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

გ) დედაქალაქში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის , სამოქალაქო მფრინავებს;

დ) დედაქალაქში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ე) დედაქალაქში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს;

ვ) დედაქალაქში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის , ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;

ზ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებს.

2. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ( მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;

ბ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების ყველა თანამშრომელს:

ბ.ა) ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;

ბ.ბ) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.დ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები;

ბ.ე) ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლები, ქართული ფოლკლორის სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი;

ბ.ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები: ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯი და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი;

ბ.ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპეციალიზებული დაწესებულებები (სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, დღის ცენტრები და სათემო ორგანიზაციები);

გ) თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქ. თბილისში;

დ) დედაქალაქში რეგისტრირებულ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს;

ე) დედაქალაქში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;

ვ) საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს.

 3. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ( მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში”რეგისტრირებულ 70000-ზე დაბალი ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.”.

მუხლი 2.

1.გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება "რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2011.
როდის იქნა მიღებული "რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №1-10. სარეგისტრაციო კოდი — 300320000.36.101.016028.
რამდენი მუხლისგან შედგება "რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის "რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება "რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №1-10, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300320000.36.101.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1192885/