"საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელწიფო პროგრამის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №67
2011 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტისა და24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად„საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2010წლის19თებერვლის№47დადგენილებაში (სსმ III, 25.02.2010წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დადგენილების მე-2მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი2.საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის დროულად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით.“.
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის41მუხლი:
„მუხლი41.საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში2011წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება(დანართის შესაბამისად) „საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული„საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2მუხლის მე-4პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შუამდგომლობს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან წყალბურთისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით და მათ საკუთრებაში არსებულ აუზებში საქართველოს ჩემპიონატის გამართვის უზრუნველსაყოფად.“.
მუხლი2.დადგენილება ამოქმედდეს2011წლის1იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით2011წელს დასაფინანსებელ ღონისძიებათა ნუსხა
|
1 | ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში (ევროპის ჩემპიონატი და საერთაშორისო ტურნირები) |
| 2 | ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მოწყობა |
| 3 | საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება |
| 4 | ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის აუზის იჯარა |
|
5 | საქართველოს ეროვნული შეჯიბრებების ჩატარება (ეროვნული ჩემპიონატი, ასაკობრივი პირველობები და თასი) |
|
6 | ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების, მენეჯერებისა და საექიმო პერსონალის შრომის ანაზღაურება |
|
7 | ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებისა და მწვრთნელებისათვის საცხოვრებელი ბინის ქირის ანაზღაურება |
|
8 | ეროვნული შეჯიბრებების მომსახურე მსაჯთა პერსონალის შრომის ანაზღაურება, ეროვნულ შეჯიბრებებზე უცხოელი მსაჯების მოწვევის უზრუნველყოფა, ქართველი მსაჯების საერთაშორისო მსაჯთა სკოლაში გაგზავნისა და მათი სერტიფიცირების ხარჯების ანაზღაურება |
|
9 | ქართველ მწვრთნელთათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება |
| 10 | უცხოელი სპეციალისტების მიერ საქართველოში სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ხარჯების (მგზავრობის, ცხოვრებისა და ჰონორარის ჩათვლით) ანაზღაურება |
|
11 | ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის საჭირო ინვენტარის, მოწყობილობებისა და ეკიპირების შეძენის და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება |
|
12 | ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენისა და სამედიცინო შემოწმება-დისპანსერიზაციის (წლის განმავლობაში ორჯერ თითოეული ნაკრები გუნდისათვის) ხარჯების ანაზღაურება |
|
13 | საქართველოს სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელთა საერთაშორისო ფედერაციების (ევროპის–LEN და მსოფლიოს–FINA) კონგრესებზე დასასწრებად ყველა საჭირო ხარჯის ანაზღაურება |