გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანისმუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლები ს გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ქ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,
მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლები თ გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი თანდართული სახით (თან ერთვის);
2. დადგენილება ძლაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
თავმჯდომარის მოადგილე ა. სირბილაშვილი
დანართი №1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი
ზოგადი ნაწილი
1. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.
2. შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა–ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით:
ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2
სადაც:
ქ(წ) – არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა;
მნ – არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს:
ა) ქ. გურჯაანის ც ენტრალური ზონისათვის – 7,02 ლარს;
ბ) შუალედური ზონისათვის – 5,40 ლარს;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 3,78 ლარს;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 2.7 ლარს.
ქფ – არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი.
ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს
ა) ქ. გურჯაანის ც ენტრალური ზონისათვის – 1,2 ლარს;
ბ) შუალედური ზონისათვის – 1,0 ლარს;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7 ლარს;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 0.5 ლარს.
LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს – 0,45;