ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.164.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110304034, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლისმუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი თანდართული დანართის სახით.

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ზანდარაშვილი

 

  დანართი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი

 

ზოგადი ნაწილი

    მუხლი 1

შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 2

შენობა-ნაგებობების საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

 მუხლი 3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრა

  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა-ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი.

3.1 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით: ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2

3.2 სადაც: ქ(წ) – არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა.

3.3 მნ – არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს:

ა) ქ. ყვარლის ცენტრალური ზონისათვის – 3,994 ლარს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 3,072 ლარს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 2,458 ლარს;

დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 1,843 ლარს.

3.4 ქფ – არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი ან საბალანსო ღირებულება:

3.5 ITL – არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს:

ა) ქ. ყვარლის ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;

დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 0,6;

ე)LMg – არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს – 0,32-ს.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2011.
როდის იქნა მიღებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.02.2011. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.164.016032.
სად არის „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“, №5, 25.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.164.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1226510/