ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
საქართველო და ფიჯის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში , 2010 წლის 29 მარტს, ქართულ და ინგლისურ ენებზე . ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს სახელით |
| ფიჯის რესპუბლიკის სახელით |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| ალექსანდრე ლომაია (ხელმოწერილია) |
| პიტერ ტომსონი ( ხელმოწერილია ) |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საქართველოს |
| ფიჯის რესპუბლიკის |
| მუდმივი წარმომადგენელი |
| მუდმივი წარმომადგენელი |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის“?
- „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის“ მიღებულია 29.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 480050000.03.030.000787.
- სად არის „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის“, №-, 29.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000787 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215257/