„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №5
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1.„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში (ვებ პორტალი, 11/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმას, რომელიც მოიცავს ამ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ყველა სახელმწიფო შესყიდვას დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოსათვის გეგმის წარდგენად ჩაითვლება გეგმის სისტემის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის დღე. გეგმის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში სააგენტოსათვის გეგმის სისტემის გამოყენების გარეშე წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს სისტემის მეშვეობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის გეგმ ა ს თან დაკავშირებული ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის დაწყებამდე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2011.
- როდის იქნა მიღებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 040170050.21.014.016013.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №5, 28.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040170050.21.014.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1221554/