„ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერი ს
ბრძანება №13
2011 წ ლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის № 10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” „ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის № 10 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ თბილისის ბიუჯეტით ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის (ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილ დარგობრივ მმართველობის ორგანოს, რომელიც ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია.”
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
1. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაციის შტამპი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით და სხვა ნებადართული ოფიციალური რეკვიზიტები.”.
გ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი;
დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სახელმწიფო შესყიდვებისა და მრავალწლიანი შესყიდვების შეთანხმების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.”.
ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი, ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევა და ხელშეკრულებების მომზადება.“.
ვ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოების (რაიონების გამგეობები) მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა, შენახვა და დაცვა.”.
ზ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი”, „მ”, „ო” ქვეპუნქტები;
თ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტი;
ი) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის 1- ლი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი;
კ) დაემატოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს „ე” და „ვ” შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:
„ე) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი ეფექტური შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტების (მოთხოვნის და სხვა) ფორმების შემუშავება და ქ. თბილისის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მერიის შესაბამის მოსამსახურეთა ცოდნის გაღრმავებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, სასწავლო ღონისძიებების მოწყობა;”.
ლ) დაემატოს მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებს „ზ” და „თ” ქვეპუნქტები შემდეგი შინაარსით:
„ზ) სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში შემოსული საჩივრის განხილვის ორგანიზება და საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.”.
მ) ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა