,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო_საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ~ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110323003, 28/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2011 წლის 22 მარტი

ქ. საჩხერე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 მუხლი 1. ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით და თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა, მონაწლეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში, საჯარო განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი გაანალიზების საფუძველზე სათანადო დასკვნების მომზადება და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) გამგეობის სტუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და თვითმმართველ ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენებისათვის მეთოლოგიური დახმარების გაწევა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ფ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოფა.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განახორციელოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მართვა და ოპერირება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებით გასცემს ნებართვას ბიუჯეტის ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხის გადარიცხვის, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხის გამოტანის თაობაზე, მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) სარეზერვო ფონდის შექმნის შესახებ წინადადების მომზადება.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 4. სამსახურის საშტატო ნუსხას ბრძანებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საჭიროების შემთხვევაში გასცემს თანხმობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე, ახორციელებს ბიუჯეტის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს და გასცემს ნებართვას ამ ანგარიშიდან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გაცემის შესახებ.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,კ) სარეზერვო ფონდის შექმნის შესახებ წინადადების მომზადება.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებათა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწამოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლს, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენებისათვის მეთოლოდოგიური დახმარების გაწევას.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ამოღებული იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე