1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არბიტრაჟი – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან კანონით, მხარეთა შეთანხმებით და ამ დებულებით დადგენილი წესებით არჩეული (დანიშნული) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მხარეთა შორის წამოჭრილი პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის;
ბ) მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება – შპს „თბილისის საარბიტრაჟო სასამართლო“.
გ) არბიტრი – არბიტრაჟის წევრი;
დ) კანონი – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
ე) კორესპონდენცია – საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ხასიათის ინფორმაციის შემცველი წერილობითი დოკუმენტი;
ვ) საარბიტრაჟო განხილვის დაწყებად – მიიჩნევა, არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ზ) საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე – საარბიტრაჟო საქმეზე არბიტრთა შემადგენლობიდან არჩეული არბიტრი.
თ) საარბიტრაჟო წარმოება – პროცესი, რომელიც იწყება მოპასუხე მხარისათვის სააბრიტრაჟო პრეტენზიის ჩაბარებით და მთავრდება არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანით.
ი) სარჩელი – საარბიტრაჟო პრეტენზია.
კ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ, საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია, ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელე-ფაქსით.
2. ფუნქციებს, რომლებიც ამ დებულების მიხედვით განეკუთვნება საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენციას, ახორციელებს არბიტრაჟის თავმჯდომარე ან მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება · რედაქცია 13.04.2011
მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება:
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საარბიტრაჟო შეთანხმება
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 5. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 6. არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 7. საარბიტრაჟო განხილვის ენა
- მუხლი 8. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 9. გამოსაყენებელი სამართალი
- მუხლი 10. კონფიდენციალობა
- მუხლი 11. ურთიერთობა საარბიტრაჟო სასამართლოს, არბიტრაჟსა და მხარეებს შორის
- მუხლი 12. ვადები
- მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება“, მუხლი 1, №1/121, 13.04.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291658/muxli-1/