1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის მხარეთა წერილობითი შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან დავა გადაწყვიტონ საარბიტრაჟო წესით.
2. საარბიტრაჟო შეთანხმება წერილობითი ფორმით დადებულად ითვლება, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია რაიმე ფორმით.
3. საარბიტრაჟო შეთანხმება დადებულად ითვლება სასარჩელო განცხადებისა და შეპასუხების (შეგებებული სარჩელის) მეშვეობით, რომელშიც ერთი მხარე ადასტურებს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას, ხოლო მეორე მხარე ამას არ ეწინააღმდეგება.
4. ხელშეკრულებაში რაიმე დოკუმენტზე მითითება, რომელიც შეიცავს საარბიტრაჟო დათქმას, წარმოადგენს საარბიტრაჟო შეთანხმებას იმ პირობით, რომ მოცემული დათქმა ხდება ხელშეკრულების ნაწილი.
5. თუ ერთ და იმავე დავასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებით დადებულია რამდენიმე საარბიტრაჟო შეთანხმება, ძალაშია ის საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული. ადრე დადებული საარბიტრაჟო შეთანხმება ან შეთანხმების ცალკეული ნაწილი მოქმედებს, თუ იგი არ ეწინააღმდეგება უფრო გვიან დადებულ შეთანხმებას.
6. საარბიტრაჟო შეთანხმება ავტონომიურია და არ არის დამოკიდებული იმ ხელშეკრულების პირობებზე, რომლის ნაწილსაც ის წარმოადგენს. ხელშეკრულების ბათილობა ავტომატურად არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას.
7. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადება კანონის აუცილებელი მოთხოვნაა
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება · რედაქცია 13.04.2011
მუხლი 2. საარბიტრაჟო შეთანხმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება:
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 5. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 6. არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 7. საარბიტრაჟო განხილვის ენა
- მუხლი 8. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 9. გამოსაყენებელი სამართალი
- მუხლი 10. კონფიდენციალობა
- მუხლი 11. ურთიერთობა საარბიტრაჟო სასამართლოს, არბიტრაჟსა და მხარეებს შორის
- მუხლი 12. ვადები
- მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება“, მუხლი 2, №1/121, 13.04.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291658/muxli-2/