”2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების საიკვიდაციოდ,დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის N08.28.176 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№08.37.320
სარეგისტრაციო კოდი
280090030.37.101.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418033, 29/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №08.37.320

2011 წლი ს 15 აპრილი

ქ. თბილისი

„2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის №08.28.176 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „2002 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის №08.28.176 დადგენილების 1-ლი პუნქტით დამტკიცებულ „2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მიზნებისათვის, „დესტინატერს“ წარმოადგენს მობინადრე (ოჯახი), რომელსაც საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნია მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) ქალაქ თბილისში და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფონდის პირველი რიგის განსახორციელებელ ღონისძიებას განეკუთვნება, დესტინატერზე დროებითი თავშესაფრის სახით, ფონდის მიერ შეძენილი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემა, ფონდსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულების ან/და ფონდის გამგეობის სხდომის ოქმის საფუძველზე, თუ დაინტერესებული პირი ფონდში წარმოადგენს:

ა) განცხადებას;

ბ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ოფიციალურად დამოწმებულ დასკვნას, რომლითაც მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს (ბინას) მინიჭებული ექნება – დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული კატეგორია;

გ) დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებულ სახლზე (ბინაზე) მისი საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს (ცნობა საჯარო რეესტრიდან ან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან ან/და სხვ. მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) სულადობის განმსაზღვრელ ფორმა №1-ს;

 ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო წესით დადასტურებულ ცნობას, რომ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული სახლი (ბინა) წარმოადგენს ამ კონკრეტული დესტინატერის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს ქალაქ თბილისში.“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დროებითი თავშესაფრის სახით, ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება ფონდსა და დესტინატერს შორის გაფორმებული ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ან/და ფონდის გამგეობის სხდომის ოქმის საფუძველზე.“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ან/და ფონდის გამგეობის სხდომის ოქმის ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ, ფონდის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფონდსა და დესტინატერს შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაფორმდება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დესტინატერი შეიძენს საკუთრების უფლებას ფონდის მიერ გადაცემულ ბინაზე.“.

2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                        გ უგულავა