1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:
ა) ხელშეკრულებებისა და
ვალდებულებების სამმართველო;

ბ) გადახდების სამმართველო.
2. ხელშეკრულებებისა და
ვალდებულებების სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში;

ბ
) დეპარტამენტის მომსახურეობაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში,დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3
. გადახდების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, დამუშავება
, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში, რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა ანგარიშსწორების
დეპარტამენტში;

ბ) საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით დადგენილი ფორმების მიღება და დამუშავება;
გ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება და დამუშავება;

დ)
დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საქონლის/ მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელი გადახდების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება დადგენილი წესით;

ე) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და გადაგზავნა ანგარიშსწორების
დეპარტამენტში;
ვ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ სადამფუძნებლო იურიდიულ დოკუმენტაციასთან საგადახდო საბუთების შესაბამისობის კონტროლი;
ზ) საგადამხდელო და საანგარიშსწორებო დოკუმენტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, განმარტებების, ინფორმაციების და კითხვებზე პასუხების გაცემა;

თ
) კომპეტენციის ფარგლებში,დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

დანართი №2

სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულებ