სიღნაღის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის- დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.168.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110502005, 10/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №11

2011 წლი ს 29 აპრილი

ქ.სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა).

1. დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა №2 დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ზ. ზედელაშვილი

 

 

დანართი №1

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი

 

 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილი და იყოფა 4 ნაწილად. I ნაწილი -ლურჯი ველი- გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად-ლურჯ და ვერცხლის ველებად. ლურჯ ველს უჭირავს 2/3. მასზე მოთავსებულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. წმინდა ნინოს ჯვარს შემოხვეული აქვს ოქროს ვაზი სამი ოქროს ფოთლითა და სამი ოქროს მტევნით. ვერცხლის ველს , რომელსაც უჭირავს 1/3, კვეთს სამი შემცირებული და ტალღისებური ლურჯი სარტყელი. II ნაწილი – მეწამულ ველზე ოქროს ფრთოსანი ცხენი, III ნაწილი – მეწამულ ველზე ოქროს ქვევრი (ჭური). IV ნაწილი, ლურჯ ველს კვეთს ერთკოშკიანი ციხესიმაგრის მსგავსი ოქროს სარტყელი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს გასაღები.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია სიღნაღი.

 

 

დანართი №2

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშა

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

დროშა ვერტიკალურად, თანაბარ ნაწილებად არის გაყოფილი ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი.

დროშის პროპორციაა 2:3.