1. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტვილის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადმოეცა საკუთრებაში სახელმწიფოს მიერ ან რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად:
ა) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება – მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;
ბ) დამატებითი ქონება – მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 21.09.2011
მუხლი 2. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონება
თავი I — შესავალი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესი
- მუხლი 4. მარტვილის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 12. მარტვილის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ინიციატორები და მისი ფორმები
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №9, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1322032/muxli-2/